“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის წერილს, სოციალურ ქსელში, კომენტარებშივე პასუხობს და წერს:
“ვახ შენ რა კაცი ხარ ..
უბრალოდ ძალას სად პოულობ როცა ასეთ პოსტებს წერ
ბუზი არ გაგიქშევია ეს წლებია,
თითი, თითზე არ დაგიდია და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს- საღოლ.
ვინმეს თუ ეკუთვნის ახლა საქართველოში ყოფნა – ეს შენ ხარ. მიშა ციხეში ზის და უბრალოდ გეკუთვნის აქ ყოფნა, აი პირადი ვალდებულება გაქვს მაგ კაცთან. მეგობრულიც და კოლეგიალურიც.
არც ბიძინას პროკურატურა გდევნის და არც ძებნაა გამოცხადებული – ადექი და ჩამოდი და იაქტიურე, მხოლოდ გაგვახარებ. ყველა ის მონაცემი გაქვს, რაც ოპოზიციონერს სჭირდება – უბრალოდ ჩამოდი
ან თუ არ იაქტიურებ, ჯასთ ჩამოდი და აქაურ კლუბებში და რესტორნებში იარე და აქედან დაპოსტე, ასეთ შემთხვევაში მივიღებ შენს კრიტიკას
მოკლედ, კრიტიკის მოსმენა ყველას მხრიდან შეიძლება და აი შენი მხრიდან არა ძმაო – სანამ მანდ ხარ, სადაც ხარ (ახლა
მგონი დუბაიში ხარ) შენ უნდა დუმდე და პეპლებზე
და კაკტუსებზე წერდე! ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი არსებობს რომ ასე მოიქცე..
არ გეწყინოს…”
კომენტარები