პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“საქართველოში ვარდების რევოლუციას მოჰყვა უკრაინაში ნარინჯის რევოლუცია.
მერე ყირგიზეთში მოხდა რაღაც და ისიც ლამაზად მონათლეს – ტიტების რევოლუცია. საქმეში ჩაუხედავი იფიქრებდა რომ იქაც დემოკრატიამ და პროგრესმა გაიმარჯვა.
სინამდვილეში რაც ყირგიზეთში მოხდა იყო ჩვეულებრივი სოციალური ამბოხი რომელმაც ამაზრზენი სახე მიიღო. ღარიბები (ძირითადად რეგიონებიდან ჩასულები) დედაქალაქს შეესივნენ და კარგად გაძარცვეს. მაღაზიები არ იკმარეს, სახლებშიც კი უვარდებოდნენ ხალხს და შიგადაშიგ ქალებზეც ძალადობდნენ.
რა გასაკვირია რომ ამ ე.წ. ტიტების რევოლუციამ ვერ გაამართლა. მას აქეთ ყირგიზეთში კიდევ მსგავსი რამდენიმე მარაზმი მოხდა და ქვეყანას საშველი დღემდე არ ადგება.
ნაზარბაევისნაირი დახავსებული დიქტატორის გადაგდებით აღტაცება ერთის მხრივ გასაგებია. მაგრამ მეორეს მხრივ ხომ უნდა გვახსოვდეს რომ:
1. ყაზახეთი ყირგიზეთს უფრო ჰგავს ვიდრე საქართველოს.
2. ნაზარბაევი ის ლიდერია რომელიც რუსეთს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა. მან ოსტატურად მოაგვარა რუსული უმცირესობის პრობლემა და პარალელურად რუსული ენის გავლენა შეამცირა. შეძლებს ამას ვინმე სხვა? ვინმე ყაზახი პაშინიანი? (მასზე არაფერს ვიტყვი გუშინდელის შემდეგ).
3. რომ ყაზახეთი გეოგრაფიულად დასავლეთისგან შორსაა. სადაც ზედ დასავლეთ ევროპასთან ყურის ძირში მდებარე ბელორუსიაში არ გამოვიდა დემოკრატიის გამარჯვება იქ როგორ უნდა გამოვიდეს?
ყაზახური ამბოხის შედეგად ჯერჯერობით რაც მივიღეთ არის უამრავი დახოცილი ადამიანი და ოდეკაბეს საქმეში დატესტვა. ნამდვილად არ მინდა ეს ტესტი წარმატებული გამოდგეს, მაგრამ მე რა მინდა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
ერთია რა გვინდა და მეორეა რეალობა.”
კომენტარები