ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“რუსულ სამხედრო შენაერთებთან ერთად ყაზახეთში შევიდნენ სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის ქვედანაყოფები. მცირედნი რა თქმა უნდა.
საშინელი პრეცედენტია, რომ რუსეთმა აბსოლუტურად ლეგიტიმურად (!-ფორმალურ-იურიდიულად ვერ შეედავები, გამორიცხულია) შეიყვანა ჯარი მეზობელ ქვეყანაში. იმაზე არანაკლებ სახიფათო პრეცედენტია, ვიდრე არალეგიტიმურად რომ შეჰყავდა საქართველოში, უკრაინაში და ა.შ.
კიდევ უარესი ისაა, რომ ამ შემთხვევაში პირველად, მთელი პოსტსაბჭოური ისტორიის განმავლობაში მოსკოვმა მოახერხა თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც კოალიციის ჩამოყალიბება. ვერც ერთხელ, ვერც ერთი სხვა პოსტსაბჭოური კონფლიქტის დროს, მოკოვმა იგივე ვერ მოახერხა: კოსოვო, სირია, აფხაზეთის ე.წ. `სამშვიდობო ოპერაცია` 1994-2008 წლებში და ა.შ.
ზბიგნევ ბჟრზინსკის აქვს ნათქვამი: `რატომაა ამერიკა გლობალური ზესახელმწიფო, ხოლო რუსეთი არ არის ზესახელმწიფო მიუხედავად ბირთვული არსენალისა?` და თავად პასუხობდა: იმიტომ, რომ ამერიკამ, ყველა ბოლო ომის დროს, იმოქმედა, როგორც მრავალსუბიექტიანი სამხედრო კოალიციის ლიდერმა. ეს არის ზესახელმწიფოებრიობის უმთავრესი ნიშანიო
მართლაც, 1990 წლის ომის დროს კუვეიტის გასათავისუფლებლად, 1999 წლის ომის დროს ბალკანეთზე, 2003 წლის ომის დროს იმავე ჰუსეინის წინააღმდეგ და თქვენ წარმოიდგინეთ ამჟამად სირიაში ომის დროსაც, აშშ მოქმედებს როგორც უზარმაზარი სამხედრო კოალიციის ლიდერი. გაგიკვირდებათ ისეთი შორეული ქვეყნებიც კი მონაწილეობდნენ ამ კოალიციურ ძალისხმევაში.
აი რუსეთისთვის კი ეს პირველია და მე ყველა კოლეგას ვურჩევ, როგორი `კომიკურ-ფორმალურიც` არ უნდა იყოს ეს სამხედრო კოალიცია, ამ მომენტს მიაქციოს ყურადღება, როგორც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მიჯნას და მოსკოვის ძააააალიან სეროზულ სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებას პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
დღემდე ОДКБ კი არსებობდა, როგორ არა, მაგრამ ყველა კრიზისის დროს (მაგალითად თუნდაც აზერბაიჯან-სომხეთის ომი) რუსეთს წინააღმდეგობასაც კი უწევდა.
ცხინვალზე, უკრაინაზე და ყირიმზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
ამ უბედურებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება, უმეტესწილად, რა თქმა უნდა, ყაზახეთის იმ გაღორებულ კლანს, რომელმაც ბოლობოლო ეს ქვეყანა, სწორედ თავისი ღორობით, ოხლოსის ჩლუნგ და ბრმა, ბოღმიან, უაზრო აჯანყებამდე მიიყვანა.
…
გჯერათ, რომ რაკი “შევიდა” რუსეთი, ყაზახეთიდან გამოვა ოდესმე? “ფასს” არ მოითხოვს ამ გაღორებული კლანის ოხლოსისგან გადარჩენისთვის?”
კომენტარები