პოლიტიკოსი, მურმან დუმბაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ლევან იოსელინმა ხალხის გაჭირვება უნდა ვილაპარაკოო, 15 წუთი გყავდათ ეთერში და ამ 15 წუთიდან 16 წუთი ილაპარაკა ნაციონალურ მოძრაობაზეო. ამბობს სახალხო პოლიტიკოსი ვარ და ხალხზე ვზრუნავო და საუბრობს ნაციონალურ მოძრაობაზე, ესე იგი ასე ყოფილა საჭირო.
მე ცოტა განსხვავებული მოსაზრება მაქვს საგამოძიებო კომისიასთან და პარლამენტთან მიმართებაში. მკაცრი ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრებას – პარლამენტში შესვლა მიმაჩნდა 1 წლის წინ, რომ იყო შეცდომა და დღესაც მიმაჩნია რომ შეცდომაა. გავიდა 1 წელი პარლამენტში შესვლიდან – რა მომიტანა მე, მურმან დუმბაძეს ლევან იოსელიანის პარლამენტში ყოფნამ? გულწრფელად მჯერა, რომ მას სურვილი აქვს საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდეს უკეთესად, მაგრამ რა მომიტანა მისმა იქ ყოფნამ? – არაფერი.
უნდა გამოვიდეთ პარლამენტიდან ყველა, უნდა გამოვიდეთ საკრებულოებიდან, მათ შორის წალენჯიხიდანაც, მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები.
მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები იმაში, რომ საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას, ხომ არ გგონიათ, რომ რაკი მხარს ვუჭერ, ყველაფერში დავეთანხმები? ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ ვეთანხმები იმაში, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ. ვერ დაუმტკიცებ შენ ვერავითარი საგამოძიო კომისიით ბიძინა ივანიშვილს და მის ხროვას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ამის დამტკიცება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს. მხოლოდ 800 ათასი ხმა მიიღო ქართულმა ოცნებამ და 2012 წელს 870 ათასი ხმა მიიღო მიხეილ სააკაშვილის პარტიამ და დათმო მთავრობა.”
კომენტარები