მოქალაქე ნინო მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის მცხეთის ქუჩის პირველ შესახვევში მასზე განხორციელებულ ძალდობაზე საუბრობს. მჭედლიშვილის თქმით, სიტყიერი შეურაცხყოფა მამაკაცებმა მიაყენეს და პატრულის გამოძახების შემდეგ კი მეზობლებმა მომხდარი კატეგორიულად უარყვეს.დაზარალებულმა მომხდარი უკვე აცნობა პოლიციას და მიმდინარეობს გამოძიება.
“ისეთი აკანკალებული ვწერ ახლა ამას, ვერც აღვწერ! სიბრაზე და ცრემლები ერთდროულად მაწვება ყელში! ამ წამს დავბრუნდი პოლიციის განყოფილებიდან!
ასე 22:00-ისკენ, ჰარი გავიყვნე სასეირნოდ და ჩემს სახლთად დაბირჟავებული არაკაცებიდან ერთ-ერთმა ჩემზე იძალადა, უფრო კონკრეტულად კი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გამაკავა და ბღანძულაობა დამიწყო, თან ისე რომ დანარჩენი 8 კაციდან არცერთმა არ შეაჩერა! საკმარისი ძალა მაქვს და ხმაც და როგორც კი მოვიშორე, მეორეჯერ დამიჭირა ხელით, თან ძალიან ირონიულად მეუბნება “ამ გოგოებმა რა ტვინი მო*****თო”. მეორე დაჭერაზე უკვე ჰარრი ეცა და ყეფა დაუწყო, დავემუქრე პატრულს გამოვიძახებ მეთქი და ხელი გამოვგლიჯე…. ამ დროს უკვე 10 მეტრით ვიყავი დაშორებული რომ ბოთლით ხელში გამოიწია ჩემკენ!
პატრული მოვიდა და, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჭვარი უკვე წასული იყო, მაგრამ რამდენიმე ტიპი იდგა იქ. მეზობლები გამოვიდნენ ჩემს ღრიალზე, და მათ შორის ერთი ქალიც, რომლის სიტყვებსაც არ ვამეტებ “ჩემი შვილიც იდგა აქ და ეგეთი არაფერი მოხდებოდაო, ხმაც არ გამიგიაო” – პ.ს. თუ მჯეროდეს რომ ეს მართლა თქვა! ამ დროს პირველ დაჭერაზე ბოლო ხმაზე ღრიალი მოვრთე!
რანაირად არსებობთ ასეთი ხალხი, სად გაიზარდეთ, ვინ გამოგირეცხათ ტვინი! ასეთი არაკაცების არსებობა ხომ ერთი დიდი პრობლემაა, მაგრამ აი ასეთი უაზროდ გამპრავებელი ქალების არსებობა უფრო სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის ყველას!
იმ ქალმა საკადრისი პასუხი მიიღო!
იმედია ამ დამპალსაც იპოვიან, იმიტომ რომ კარგად დამამახსოვრდა და ამოვიცნობ კიდეც! მთავარია იპოვონ და მერე მე ვიცი, მაგას რასაც ვუზამ!
ადამიანები ცოცხლად ლპებიან! სხვა არაფერია ის საცოდავი, თუ არა მოსიარულე გვამი!
უბრალოდ, ხმა ამოიღეთ! ყველა ქალს და კაცს გეუბნებით, ხმა ამოიღეთ!
პ.პ.ს. მცხეთის ქუჩის პირველ შესახვევში მოხდა ეს ზუსტად ჩემს სახლთან!
ჩემს ჩვენებას რაც შეეხება, დეტალურად ჩავასწორებინე თითოეული სიტყვა გამომძიებლებს!!! არ არის აუცილებელი გაგაუპატიურონ, მოგკლან, დაგასახიჩრონ, რომ ძალადობა ძალადობად დაკვალიფიცირდეს!!! ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიღაც რომ მაკავებს, ეს უკვე ძალადობაა!!!”
„ნიუპოსტი“
კომენტარები