ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი რეზო ამაშუკელზე:
,,ისევ მასზედ:
თავად არ უნდოდა, მხოლოდ პოეტად მოგვეგონებინა. ამისთვის ყველაფერი გააკეთა და ყველაფერი თქვა. მხოლოდ პოეტობა რომ სდომოდა ისტორიის წინაშე, ანა კალანდაძესავით, ტარიელ ჭანტურიასავით, ლია სტურუასავითა და ვახტანგ ჯავახაძესავით იცხოვრებდა.
მხოლოდ ლექსებით ისაუბრებდა.
საზოგადოებრივი აქტიურობა მისი არჩევანი იყო.
როგორც დიდ-ჩინოვნიკობა, დიდი კაბინეტი და “ტრიცატადინი” სამთავრობო გარაჟიდან.
ხმალიც ნებით ამოიღო – პირდაპირი მნიშვნელობით მოგვიღერა.
და განა მხოლოდ ახლა, წუნკალიანის დასაცავად? 20 წლის წინ, “ღმერთო, განსხიპე ტოტები მავნეო”, ცას რომ შეჰღაღადებდა, უკვე მაშინ.
ეგ ტოტებიც ჩვენ ვიყავით, ვისაც მისი გახანგრძლივებული საბჭოთა კომფორტი და შევარდნაძის რეჟიმი არ მოგვწონდა.
ვერ ვიტყვი, გიხაროდენ-მეთქი, მაგრამ არც ზედმეტი სიფაქიზე ღირს.
პატივი ვცეთ მის არჩევანს – დარჩეს საქართველოს ისტორიაში იმად, რაც იყო”
კომენტარები