წალენჯიხის საკრებულო კვლავ თავმჯდომარის გარეშე – სხდომა მეხუთედ ჩაიშალა.
საკრებულოში მანდატების უმეტესობა ოპოზიციას ეკუთვნის, თუმცა გახარიას პარტია და ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებიან. შეგახსენებთ, წალენჯიხაში ბიუჯეტი ჯერ ისევ არ დამტკიცებულა.
საუბარია 9 თანამდებობაზე. გახარიას პარტია თავმჯდომარის პოზიციას, ასევე სამივე მოადგილის თანამდებობაზე საკუთარი და “ოცნების” წარმომადგენლების დანიშვნას ითხოვს. ასეთი მოთხოვნა აქვს მმართველ გუნდს 4 კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ერთს კი “ნაციონალურ მოძრაობას” სთავაზობენ. მსგავსი შეთავაზება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელია.
მომდევნო სხდომა წალენჯიხის საკრებულოში 20 იანვარს ჩაინიშნა.
კომენტარები