მსახიობი, ეკატერინე ანდრონიკაშვილი:
“ე.ი. ვინმე N მოქალაქეს უწევს სიცხე. მეორე დღეს რომ ისევ უწევს სიცხე, მესამე დღეს მიდის სწრაფი ტესტის გასაკეთებლად. (არ ვგულისხმობ სახლში პსრ-ის გამომძახებ საზოგადოებას). ტესტის რიგში, ქუჩაში, სიცივეში, სხვა მოქალაქეებთან ერთად ელოდება თავის რიგს. მერე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ჯდება ავტობუსში, მიდის სახლში ან სადმე, და თუ კვლავ ვერ გრძნობს თავს კარგად, ფიქრობს რომ ალბათ სწრაფმა ვერ დაინახა და წყვიტავს პსრ-ის გაკეთებას (უფასო იგულისხმება). რეკავს ან მიდის პოლიკლინიკაში ექიმთან, და იქ ეუბნებიან, რომ სწრაფის მერე 72 საათი უნდა იყოს გასული რომ პსრ გაიკეთოს.
რატომ? იმიტომო რომ, კომპიუტერი ვერ ტვირთავს ტესტს რადგან 72 საათი (კიდევ 3 დღე!!!) არ გასულა წინა ტესტიდანო.
ავოიეეეე საქართველოს მთავრობა! ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური! თუ გაგიგიათ რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება (ტელევიზორში კი გვზაფრავთ ყოველ დღე), და სულ 5 დღე გრძელდება???!!! და მოქალაქე პსრ უფასო ტესტამდე მხოლოდ მე-6 დღეს აღწევს ოფიციალურად? და ამასობაში დადის ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, აფთიაქში და შეიძლება სამსახურშიც??? რა საჭიროა ეს სწრაფი ტესტის შუალედური აუცილებელი სისტემა? ან ეს 72 საათიანი შუალედი?
პასუხი 3 ვერსიაა:
1. გინდათ რომ გავრცელდეს.
2. არ ეცნობით მსოფლიოს ბოლო დროინდელ კვლევებს და ომიკრონზე და ვადებზე ინფორმაციას არ ფლობთ, ჯერ კიდევ 2019 წლის ალფა შტამის გაიდლაინებით ხართ), ან
3. ტიკარაძის პამდემიის მართვას ვერ ეხებით მისი ღრმად პატივისცემის გამო…
რომელი?”
კომენტარები