ფოტო – მთავარი არხი
“მთავარი არხის” ინფორმაციით, რიკოთზე უამინდობის გამო ერთმანეთს შვიდი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული კადრების მიხედვით, ავარიაში სამარშრუტო ტაქსიც მოჰყვა. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის 11 პირი კლინიკებში სხვადასხვა სახის მოტეხილობებით გადაიყვანეს.
მედიასაშუალება, მოქალაქეების ნაამბობზე დაყრდნობით, წერს, რომ გზები არ იწმინდება და ტექნიკურ მარილს არ ყრიან, რის გამოც გადაადგილება ჭირს.
მათივე თქმით, მთელი ღამის მანძილზე სატვირთოები გაჩერებული ჰყავთ და დილით ისინი მოძრაობას ერთიანად ანახლებენ, რაც გზას კიდევ უფრო გადატვირთულს ხდის.
კომენტარები