“ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი რუსთავის ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. ციხეში შესვლამდე მან მედიასთან განაცხადა:
“საუბარი მექნება ეკონომიკურ პრობლემებზე, ის მუშაობს ამ მიმართულებით. მაქვს კონკრეტული წერილები, რომლებიც მას უნდა გადავცე. როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის ფასის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, როგორ უნდა იყოს ადამაიანების კეთილდღეობა უზრუნველჰყოფილი.
უსამართლოების, გაჭირვების, სიდუხჭირის გამო, მნიშვნელოვანია ყველა ქალაქში დაიწყოს პროტესტი.
ჩვენ ვემზადებით მასშტაბური, სახალხო გამოსვლებისთვის.”
ლევან ხაბეიშვიმა დაანონსა, რომ შესაძლებელია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უფრო კონკრეტულ გეგმაზე ისაუბროს.
კომენტარები