ათობით იაპონელი მორწმუნე გასულ კვირას ტოკიოში ტრადიციული რიტუალის შესასრულებლად შეიკრიბა – რიტუალი ყინულიან წყალში ჩასვლას და ლოცვას გულისხმობს, რა დროსაც ისინი ღმერთს სხვადასხვა სურვილს შესთხოვენ.
რიტუალი სახელად “მისოგი“ ერთგვარ განწმენდას გამოხატავს, მორწმუნეები ამ დროს ყინულიან წყალში ჩადიან. იაპონელები ამ რიტუალს ჰარესაც უწოდებენ.
ყინულიან წყალში ჩასული მამაკაცები გალობდნენ და ტაშს უკრავდნენ.
მორწმუნეებს ეცვათ სპეციალური სამოსი, ეკეთათ თავსაბურავები, პირბადეები და უფალს პანდემიის დასრულებას ევედრებოდნენ.
მსგავსი რიტუალი გასულ წელსაც შეასრულეს.
კომენტარები