საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილი თქმით, ის, რომ ირაკლი შოთაძე მათი უნივერსიტეტის პროფესორია, “სავსებით საკმარისია” იმისთვის, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინონ.
“იმდენად რამდენადაც კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ჩვენმა პროფესორმა, არანაკლებია, ვიდრე ის კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გენერალურმა პროკურორმა”, — აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა.
მისივე თქმით, შოთა უკვე გადამდგარი იყო გენერალური პროკურორის თანამდებობიდან, როდესაც ასოცირებულ პროფესორად აირჩიეს.
დღეს, 17 იანვარს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოძრაობა გაბედეს წევრები მივიდნენ. ისინი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან ითხოვდნენ, განემარტათ, რატომ წარადგინეს შოთაძე გენერალური პროკურორის კანდიდატად.
გაბედეს წევრებმა რექტორს შეხვედრისას უთხრეს, რომ გადაწყვეტილება მათი მიღებული არაა, ხოლო აკადემიურმა საბჭომ ხელი ისე მოაწერა, რომ დოკუმენტისთვის არც შეუხედავს. არჩილ ფრანგიშვილმა კი აქტივისტებს უთხრა, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ:
“რას ნიშნავს ხელი მოაწერა? საერთოდ, საქმის კურსში ხართ? აკადემიურ საბჭოზე ერთი საათი მიდიოდა განხილვა, რეებს ბოდავთ ახლა თქვენ?”
ონ.ჯი
კომენტარები