ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად სოფელ ჭორვილაშია და იზოლაციაში იმყოფება. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის მშობლიურ სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. “ქართული ოცნების” ლიდერმა ყველა სახის შეხვედრა აკრძალა და გარესამყაროსთან კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდა.
მისი თქმით, ჭორვილაშია ივანიშვილის უფროსი შვილი, უტა ივანიშვილიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა საფრანგეთიდან.
ჭორვილაში, ივანიშვილის სახლი კარგად დაცულია. სახლს მიწის ქვეშ მთელი აპარტამენტები აქვს, რომელიც არა მხოლოდ ეპიდემიაზე, არამედ სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებზეცაა გათვლილი.
პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, ყველა ის პირი, რომელიც მის ტერიტორიაზე ხვდება, მკაცრად კონტროლდება.
რეზონანსი
კომენტარები