მწერალი, ლაშა ბუღაძე:
“და სად არის ამ დახურულ კარს მიღმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია? მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი რომ ზის დარბაზში… ამ თემებზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერია საქართველოსთვის – არც ერთი პარტია და არც ერთი პოლიტიკოსი!
თქვენი შიმშილობა და ქუჩაში უთავბოლო რბოლა კი არა, შეკითხვებია საჭირო! ამ ქვეყანაში უკვე დამავიწყდა პოლიტიკოსები თუ არსებობენ სადმე…”
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-სა და რუსეთს და ნატოსა და რუსეთს შორის ამ კვირაში გამართული შეხვედრების შესახებ.
კომენტარები