თბილისის მერიის ახალი პროექტის ფარგლებში, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველ პირებს გადაეცემათ 500 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ ნებისმიერ ავერსის აფთიაქში ლიმიტის ამოწურვამდე. ვაუჩერით სარგებლობისთვის აუცილებელია ბენეფიციარს ჰქონდეს ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების ჩამონათვალი. ავერსი 500 ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში არსებულ მომხმარებლებს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ფასდაკლების დღეების ფასებით.
სოციალურად დაუცველ პენსიონერს 500 ლარის განაღდების შემთხვევაში ავერსი საჩუქრად გადასცემს 50 ლარიან სასაჩუქრე ბარათს, რომლითაც შეძლებენ მათთვის საურველი ნებისმიერი პროდუქტის შეძენას, რომელიც ავერსის აფთიაქშია წარმოდგენილი.
კომენტარები