მამაკაცი, რომელიც თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა, იძულების წესით, კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი. აღნიშნული პირი 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან. თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები