„3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის შემცველია, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა, რომლის ასაკიც 80 წელს სცდება, პრობლემურია, კიდევ ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული 1, კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216.
კომენტარები