მწერალი, ლუკა ბაქანიძე, რომელიც კოვიდინფიცირებულია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალიან კარგ რამეს მივაგენი, როგორც იტყვიან, ნოუჰაუ გავჩითე: კოვიდის მკურნალობის პროცესში შედის ბუშტის ბერვა, ფილტვის გასაძლიერებლად. ხოდა დაიკიდეთ ბუშტი, იშოვეთ ტუჩის ჰარმონიკები და შეუბერეთ მუსიკა. თან იდეალური ვარჯიშია ფილტვისა, იგივე პრინციპის, და თან ხასიათი მოაქვს შესანიშნავი
არ ვხუმრობ, მართლა. ასე ვიქცევი მეც. დავყიალებ ღამღამობით ქუჩებში და ვუკრავ. და აწი ჩემი ფილტვი ინატროს მძვინვარე ბორეასმან. ათასი წელი.”
კომენტარები