თამარ ზაკალაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
გამარჯობა მეგობრებო, პირველ რიგში ყველაზე მეტად მწყინს რომ ამის დაწერა მიწევს, თუცა უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არაფერი გამკვირვებია, უბრალოდ არ ვიცი რა მოვიმოქმედო და თქვენი აზრიც მაინტერესებს.
ჩემი გერმანელი მეგობარი, უსაყვარლესი და უკარგესი ბიჭი, მაქსი, არის ჩამოსული დასასვენებლად, გუშინ საღამოს მარტო გავიდა ლუდის დასალევად, შევიდა ბარში სახელად “the world is yours” სამყარო შენია, სადაც შეუკვეთა ერთი ლუდი, თუმცა როგორც ხშირად მომხდარა მეპატრონემ თუ ბარმენმა, თვითონაც ვერ გაიგო ვინ იყო, დაუძახა ერთ-ერთ გოგოს რომელმაც შეუკვეთა შამპანური, ალბათ გეცნობათ ეს სიტუაცია, გამოსვლისას მოუტანეს ჩეკი, სადაც ლუდს 950 ლარი ეწერა, როცა რეალურად 15 ლარი ღირდა, ასევე ქვითარში იყო შამპანური, რომელიც რა თქმა უნდა არ შეუკვეთავს.
როცა 15 ლარის გადახდა და გასვლა მოინდომა, გაბრაზდა ის ტიპი, სხვა ოთახში “გაიყვანა”და მოსთხოვა ფული, მაქსსაც შეეშინდა, არ იცოდა რა ექნა, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია და სულ მარტო იყო, ამიტომ 273 ევრო თავისი გერმანული ბარათით გადაახდევინეს(950 ლარი) ასევე ერთადერთი 50 ლარი რაც ჯიბეში ედო ისიც წაართვეს, სამწუხაროდ.
პოლიცია გამოიძახა როგორც კი გესთჰაუსში მივიდა და დღეს დაიბარეს განყოფილებაში, ვეძებდი ამ ბარს ყველგან მაგრამ არაფერი შემხვდა, ერთადერთი პოსტი 2020 წლის რუსთავი ორის, იგივე ბარზე, თუ როგორ გადაახდევინეს დუბაელ ტურისტებს 3500 ლარი ორ ლუდში. ასევე გუგლში თუ შეამოწმებთ, reviewუწერია უცხოელს, რომელსაც იგივე შეემთხვა და დიდი თანხა გადაახდევინეს, უბრალოდ ის შეეწინააღმდეგა და ნახევარი გადაიხადა.
ეს ბარი დღემდე მუშაობს და არც დაკეტავენ ალბათ, რადგან ვიღაცას აწყობს ან ვიღაც მფარველობს მსგავსი ტიპის ადგილებს, რამდენიმე გოგოსგანაც გამიგია, რომ მუშაობდნენ მსგავს ადგილას რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი!
სიმართლე რომ გითხრათ, მედარდება მხოლოდ მაქსის ფული, რომლითაც უნდა ყოფილიყო აქ 4თებერვლამდე, თან ძალიანაა საქართველოზე შეყვარებული, ისე კარგად ვატარებდით დროს, კიდევ ჰქონდა დაგეგმილი აქ ჩამოსვლა და უაღრესად მტკივა გული იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მოხდა, თორე მსგავს ადგილებს რომ არ დაკეტავენ და პირიქით, უფრო მეტი ასეთი ამბები ხდება, კი ვხედავთ ყველა..
მსგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ ვინმეს და რა შეიძლება გაკეთდეს გარდა პოლიციაში საჩივრის დაწერისა? რადგან იმდენი შემთხვევა ხდება მგონი მსგავსი, რომ მეეჭვება დიდი რეაგირება მოჰყვეს.
აქვე დავურთავ მაქსის ტექსტს და ბანკის ტრანზაქციას, ქვითარი არ გამოართვა და ისე გამოვიდა შეშინებული..



კომენტარები