ანი დვალიშვილი, ალია
სულ უფრო ხშირად საუბრობენ გრიგოლ ლილუაშვილის წასვლაზე, თუმცა, თუ აქამდე ამბობდნენ, რომ მას ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლებდა, ახლა სუს-ის მთავარი კაცის პოსტს ანზორ ჩუბინიძეს უწინასწარმეტყველებენ. ჩვენ ისიც გვითხრეს, ამ თემაზე კონსულტაციები ჩუბინიძესთან უკვე გავლილიაო და ვნახოთ.
თუ აკვირდებით, ივანიშვილი სამთავრობო კაბინეტში თმობს ყვველაფერს, გარდა პრემიერისა და ძალოვანი უწყებების პოსტისა. ვინმეს შესაძლოა ეგონოს, რომ მაგალითად თავდაცვის მინისტრი ივანიშვილთან არანაირ შეხებაში არაა, მაგრამ 2004 წელს ის “ქართუ ბანკში” მუშაობდა და ესეც არ იყოს, ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლება, ივანიშვილი კი ღარიბაშვილს ყველზე მეტად ენდობა. სხვათა შორის, იმავე წლებში “ქართუ ბანკში” მუშაობდა ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც ახლა ჯანდაცვის მინისტრად მოგვევლინა, მანამდე კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. შესაბამისად, ვარაუდები, რომ ივანიშვილი ვიღაცებს არ იცნობს და შეხება არ ჰქონია, საფუძველს მოკლებულია.
კომენტარები