“დროას” წევრი, ნათია ლეთოდიანი:
“უი მანქანა გყავს? არც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობ? აბა რანაირი ლტოლვილი ხარ შენ? ხო, აი რაღაცნაირად ასე “გამიმართლა” და ელემენტარული პირობებისთვის ბრძოლა არ მიწევს, მაგრამ არ გაუმართლა უამრავ დევნილს, რომლებიც ბეეევრი წელია არსებობისთვის იბრძვიან, ფსიქიკა შეერყათ, ჯანმრთელობა გაუნადგურდათ და ვიღაცეებისთვის ისინი ნამდვილ ლტოლვილებს ჰგვანან!
მეტი დამაჯერებლობისთვის კი, ზოგიერთი მათგანი სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებს!”
კომენტარები