“ენმ”-ის წევრი, ზვიად კუპრავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ადამიანი, რომელიც ძირს აგდია, არის ზურა ჭიჭოშვილი. დევნილი პირი, რომელიც პროტესტის ნიშნად დღეს გადმოხტა სანატორიუმი ქართლის 7-ე სართულიდან.
30 დეკემბერს ქონდათ მორიგი აქცია, როდესაც ზურას დაკავების ინსცენირებით პოლიციელებმა კისერში ჩაავლეს ხელი და ფიზიკურად ახრჩობდნენ. ამ დროს ზურა გახდა ცუდად, დაკარგა გონება და ამიტომ აგდია ძირს.
მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო და სასწრაფომ მოიყვანა ის გონზე. (სასწრაფოს მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმი)
ეს მოხდა დღევანდელ ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე.
საქართველოს მთავრობა თქვენ ხართ სერიული მკვლელი!
რა დღეს, რა ხვალ… თქვენ, აუცილებლად აგებთ პასუხს!
პ.ს. როგორც “ქართლის” მაცხოვრებლები მეუბნებიან, ეს არის 30 დეკემბრის კადრები.
ტელევიზიები ვინც იქ იმყოფებოდით, გთხოვთ იქნებ მოიძიოთ ზურაზე ძალადობის ამსახველი კადრები, სადაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.”
შეგახსენებთ, 2021 წლის 30 დეკემბერს დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა.
კომენტარები