საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 7-დან 9-მდე გაიზარდა იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასები არ შეიცვლება, თუმცა ჩიქოვანს დღეს გამართულ ბრიფინგზე არ უთქვამს, რომელია ის ორი პროდუქტი, რომელიც ჩამონათვალს დაემატა.
მისი თქმით, ფასების შეკავების მექანიზმზე პრაქტიკულად, არსებობს თანხმობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.
“ჩვენ ვსაუბრობთ არ შვიდ, არამედ ცხრა პროდუქტზე, რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რადგან ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება”, – განაცხადა გახარიას პრესსპიკერმა.
ირაკლი ჩიქოვანი ირწმუნება, რომ ქვეყანაში სურსათის მარაგი საკმარისზე მეტია.
კომენტარები