ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ტაში დაუკრეს ექიმებს. მართლაც მისასალმებელია, როცა საზოგადოება ასე ერთსულოვნად აფასებს მათ მძიმე შრომას.
ამ საყოველთაო ტაშმა ერთი ისტორია გამახსენა.
ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე, მოგეხსენებათ შეუდარებელი იყო პენალტების დარტყმაში, საშტატო პენალტისტი იყო.
ერთ-ერთი მატჩის დროს, დაინიშნა თეტრთმეტმეტრიანი, გამოვიდა ჩელებაძე. მოემზადა. მთელი სტადიონი სკანდირებდა – „ჩელე“, „ჩელე“ , “ ჩელე” !!! დაარტყა ჩელებაძემ და… აიღო მეკარემ.
იგივე სტადიონი, რომელიც 1 წუთის წინ სკანდირებდა – ‘ჩელე”, ჩელე” ჩელე” ოვაციებით, ტაშით, წუთის შემდეგ დედას აგინებდა, ჩელე შენი ისა, ჩელე შენი ესა…
იმედია, ახლა გამოვიჩენთ ემოციურ ზომიერებას – იგივე არ დაგვემართება და ხვალ რაიმე მიზეზით გინებას არ დავუწყებთ ექიმებს, რომლებიც მართლაც თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის”
კომენტარები