სოციალური სერვისები შეფერხებით მუშაობს – თანამშრომლები ანაზღაურების100 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. სოციალურმა აგენტებმა დღესაც მოაწყვეს აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან ითხოვენ შეხვედრას.
აქციის მონაწილეები, მედიასთან ამბობენ:
“ჩვენ არ გვეშინია, ისეთი რთული პირობები გავიარეთ, აქ დგომის არ გვეშინია. მანამდე ვიდგებით, სანამ ხელფასებს არ მოგვიმატებენ. ხეფასების მომატების გარდა, ვითხოვთ, იყოს დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი, როგორც სხვა სამინისტროებშია, გვაღიარონ საჯარო მოხელეებად.”
“შეიძლება მოქალაქეების განცხადებები მიიღოს ვინმემ, მაგრამ ისინი უნდა აიტვირთოს და ბაზისთვის დამუშავდეს და რამდენად იზამს ამას ერთი ადამიანი, როცა სპეციალისტი არ არის, უფროსი სპეციალისტი არ არის, მთავარი სპეციალისტი არ არის, ჩემი აზრით ეს შეუძლებელია… სააგენტოებში თითო კაცია მიღებული, განცხადებებს იღებენ, მაგრამ შემდეგ სამუშაოს ვეღარ შეასრულებენ…”
“არავის მიაქვს გულთან ჩვენი გასაჭირი, ფასები სად არის წასული, აღარაფერს აღარ წვდება. 2007 წელს ძალიან კარგი იყო ეს ხელფასი და ახლა, 2022 წელს, ეს აღარაფერი აღარ არის, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, არა?”
როგორც სოციალური აგენტები მედიასთან ამბობენ, რამდენიმე თვის წინ, სანამ ეკატერინე ტიკარაძე გადადგებოდა, ის დაპირდა მათ, რომ მათი ხელფასები 100 პროცენტით გაიზრდებოდა, გაორმაგდებოდა. თუმცა, ეს დაპირება არ შესრულდა და ჯანდაცვის ახალი მინისტრი აპირებს, რომ სოციალური აგენტების ხელფასი გაზარდოს მხოლოდ 60 პროცენტით, რაც, თანამშრომელთა თქმით, ვერ იქნება საკმარისი და მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად საკმარისი.
ხუთშაბათს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება.
კომენტარები