ფოტო – BBC
ბრიტანეთმა უკრაინას მოკლე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადასცა.
აღჭურვილობის პირველი ნაწილი გუშინ, 17 იანვარს გაიგზავნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასი:
„უკრაინას აქვს ყველა უფლება, დაიცვას მისი საზღვრები და ეს ახალი დახმარების პაკეტი ზრდის მის თავდაცვის უნარს.
მეტი სიცხადისთვის დავაზუსტებ: ეს დახმარება მოიცავს მოკლე მანძილზე და ცხადად თავდაცვით აღჭურვილობას. ეს არაა სტრატეგიული იარაღი და რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ ქმნის. ეს აღჭურვილობა თავდაცვისთვის გამოიყენება“
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი დამატებითი აღჭურვილობისა და სამხედრო დანაყოფების გაგზავნის შესახებ მეგობარი ქვეყნის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე უდიდესი პრობლემად ის რჩება, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არაა.
„ჩვენ გვსურდა NATO-ში ყოფნა. ახლა ჩვენ ევროპაში ყველაზე დიდი ჯარის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა ვადიმ პრისტაიკომ.
კომენტარები