ისინი, ვინც თვითიზოლაციის წესებს არ იცავენ, სულელები არიან, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში, – ინფორმაციას ამის შესახებ europe1 ავრცელებს.
კრისტოფ კასტანერის განცხადებით, არიან ადამიანები, ვინც სათანადოდ ვერ აფასებენ რისკს. „ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ თანამედროვე გმირი გახდება თუ წესებს დაარღვევს. არადა, ასეთები სულელები არიან. საფრთხეს უქმნიან თავიანთ თავს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს“
კომენტარები