ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე
“სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა პირველადი შედეგები თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაგვაცნო, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას და არის განგრძობითი ხასიათის, მას დღესაც არ ეძლევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
როცა ვსაუბრობთ არადამიანური მოპყრობის ფაქტზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თუნდაც მოლაშვილის საქმე ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული სამედიცინო მომსახურება, რაც მიხეილ სააკაშვილს დღემდე შეზღუდული აქვს.”
გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა ისიც, რომ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე საზოგადოებას აქვს ვიდეოფაილებით ნანახი.
კომენტარები