დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლები სანატორიუმ “ქართლში” მივიდნენ და დევნილები მოინახულეს.
დევნილები “ტვ პირველთან” ამბობენ:
“იმყოფებოდა ევროკავშირის წარმოამადგენელი, გაეცნო სიტუაციას. შემდგე დაგვისვა კითხვები და ერთ-ერთი კითხვა იყო, ვინ არის ზვიად კუპრავა. ავუხსენით, რომ ჩვენი ერთი მეზობლის ნაცნობია და ამიტომ მოდიოდა აქ. ნუ მიაწერენ ჩვენ დღევანდელ მდგომარეობას პოლიტიკას, ჩვენ არ წარმოვადგენთ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაეები, რომლებიც ვითხოვთ თავშესაფარს.”
“აქ ყველგან აგებდნენ არჩევნებს ჩვენ გარდა, იმიტომ რომ ჩვენ გვჯეროდა ამ დაპირებების, გამოვიდა ისე, რომ სამჯერ შემოვხაზეთ 41 და სამჯერვე მოტყუებულები დავრჩით. ამ ფონზე გვეძახიან რომ ნაც,. მოძრაობა გვმართავს?”
“ჩვენი შვილების გადასარჩენად ვიბრძვით და რა შუაში ნაციონალები?”
“უბედური შემთხვევა ეს არ ყოფილა, თავი გასწირა, შვილისთვის ბინა რომ დაეტოვებია. ბინას ითხოვდა, აბა, რას ითხოვდა?”
გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება, ისინი დახმარებას ითხოვენ საქართველოს საელჩოსგან და ამბობენ, რომ ჯერ დახმარების იმედი მათთვის საელჩოდან არავის მიუცია.
კომენტარები