ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც წამოაყენა წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს მის ეპარქიაში და იქ იყოს შინაპატიმრობაში, ტვ პირველთან ამბობს
“მიხეილ სააკაშვილი ჩემთან რამდენჯერმეა ნამყოფი საქართველოს დატოვებამდე, გვქონია ურთიერთობა. მინდა დავაფიქსირო, მე მიხეილ სააკაშვილის პერსონალურად მომხრე კი არა, ვარ ჩემი სამშობლოს და ქვეყნის მომხრე ვარ, მგონია ქვეყნისთვის ასე სჯობია. თუ სააკაშვილის პატიმრობა იქნება შინაპატიმრობა, ეს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი პოზიცია იქნება – ხელისუფლებას შეეძლება ძალიან ბევრი პირობის წამოყენება (სააკაშვილის) მომხრეებისადმი და ვფიქრობ, ეს მომხრეები ამ პირობას მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებაზე იქნება ლაპარაკი და დაიწყება მშვიდობის დამყარება ქვეყანაში.”
კომენტარები