თვალის წვეთებით მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ 53 წლის მედდას, ლანა კლეიტონს, სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. შემთხვევა კაროლინის შტატში მოხდა.
64 წლის სტივენ კლეიტონი 2018 წლის 21 ივლისს გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც მეუღლემ მას წყალში თვალის წვეთები გაურია. თავდაპირველად ექიმებმა ბუნებრივი გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირეს, თუმცა გაკვეთის დროს სამედიცინო ექსპერტებმა გარდაცვლილის სისხლში ტეტრაჰიდროზოლინის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.
2018 წლის სექტემბერში მედდა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ სტივენ კლეიტონის მეშვიდე ცოლი იყო და 5-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ქმარი სცემდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ერთხელ მისი გაგუდვაც კი სცადა.
პროკურორის თქმით, ლანა კლეიტონმა მეუღლე ფულის გამო მოკლა და შემდეგ მისი ანდერძი დაწვა. სასამართლოზე ბრალდებულმა აღიარა, რომ მეუღლეს წყალში თვალის წვეთები გაურია, თუმცა აღნიშნა, რომ ქმრის მოკვლა არ უნდოდა.
კომენტარები