„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ქვეყანაში კომუნალური გადასახადები საერთოდ უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობას კრიზისული თვეების განმავლობაში გადასახადი უნდა მოუხსნას.
„მიმდინარე გლობალური ინფექციური საფრთხის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია საქართველოში შეჩერდეს გადასახადების ამოღება, შუქზე, გაზზე და წყალზე. რა თქმა უნდა, ეს სავსებით შესაძლებელია და ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით უახლოეს საათებში“
კომენტარები