აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ატლანტიკ-ბრუკეს, გერმანიის ამერიკული საბჭოსა და მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„1990 და 1991 წელს ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქეს იძულებით აქვს დატოვებული თავიანთი სახლები. თუ რუსეთი შეიჭრება და მოახდენს უკრაინის ოკუპირებას, რა იქნება შემდეგი. ცხადია, რუსეთის ძალისხმევა, რომ თავის მეზობელი ქვეყნები მარიონეტებად აქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა, ჩაახშოს დემოკრატიული გამოხატულების მცდელობები, მხოლოდ გაძლიერდება.
რუსეთი ამბობს, რომ ნატო არის პრობლემა. პირველივე შეხედვისთანავე ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ აწვდის დასავლეთს ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებით.
წყარო – თაიმერი
კომენტარები