საინფორმაციო სააგენტო, NEWSWEEK-ის ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქეები მექსიკაში გადადიან ტუალეტის ქაღალდისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეულ შტატებში პროდუქტების კომპანიებს უჭირთ ამერიკელთა მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება, რადგან კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოსახლეობა მარაგების მასშტაბურ და გამალებულ შევსებას ცდილობს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კალიფორნიის შტატში უმძიმესი მდგომარეობაა იმ ფონზე, რომ ტუალეტის ქაღალდების, წყლისა და სხვა მსგავსი საყოფაცხოვრებო ნივთების მილიონობით ერთეული პროდუქტი გაიყიდა უკანასკნელ დღეებში კორონავირუსით გამოწვეული პანიკის ფონზე.
NEW YORK TIMES-ის ინფორმაციით, იმ ფონზე, რომ ამერიკელები მექსიკაში გადადიან საკვები პროდუქტებისა და სხვადასხვა ნივთების მარაგების შევსების მიზნით, მთავრობა აპირებს საზღვრებზე კონტროლის მასობრივ გამკაცრებას. უახლოეს დღეებში საზღვარი ჩაიკეტება ყოველგვარი მოსამზადებელი პროცედურის გარეშე-მოსალოდნელი ღონისძიება ერთ-ერთი იმ რამდენიმეთაგანია, რომელიც კოვიდ 19-ის ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ხორციელდება.
ნიუპოსტი
კომენტარები