ლიზა კილაძე, “სასოწარკვეთილი მომხმარებლის” ჯგუფში, აქვეყნებს სქრინს და წერს:
“ევექსი კლინიკები • Evex Clinics ამ კლინიკაზე ჭაობი კლინიკა მეორე არ არსებობს. დავრეგისტრირდი 7 იანვარს მეორე დოზაზე ვაქცინის. მომივიდა სმს ით დასტური.
მივდივარ დანიშნულ დროს და კლინიკა მხვდება დაკეტილი. ცხელ ხაზზე ვერავინ ვერაფრით ვერ მეხმარება ტექნიკური ხარვეზი მოხდაო. გაფრთხილებით არავინ დამირეკა რომ თურმე ტყუილად აკეთებენ ჯავშნებს. ცხელ ხაზზე ვრეკავ და 24 საათი ჯავშანს ვერ გაგიუქმებთო.
ვრეკავ ისევ ცხელ ხაზზე, ვეკითხები ხვალ ცოცხალი რიგით რომ მივიდე კონკრეტულ კლინიკაში ამცრიან თუ არა მეთქი არ ვიცითო. ვითხოვ დახმარებას როგორ ან სად მივმართო დავრეკო ან მივწერო სასამართლო დავასთან დაკავშირებით რომ 2 საათი მომიწია გარეთ დგომა ლაპარაკი ტელეფონით სრულიად არაკომპეტენტურ პირებთან და მივედი ტყუილად კლინიკაში და მიცდება დრო მეორე ვაქცინაციის. მიმოწერის სქრინი არ მომეპოვება ვინაიდან კომუნიკაცია განხორცირლდა ტელეფონით.”
“ალია” დაუკავშირდა “ევექსს”, დავინტერესდით, რატომ ჰქონდა მსგავსს ფაქტს ადგილი და რამდენი მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება ბაზაში.
“ევექსი კლინიკები”-ს პასუხი ასეთია:
“7 იავარს NCDC-ის ბუქინგები ჰქონდა ჩახურული, შესაბამისად მომხმარებელი ვერ დარეგისტრირდებოდა. ჩვენ გადამოწმებული გვაქვს ყველა კლინიკის განრიგი და ამ კონკრეტული ერთი შემთხვევის გარდა რეგისტრაცია არ დაფიქსირებულა. თუმცა აღნიშნულ პაციენტთან მოხდა კომუნიკაცია, მას დაუკავშირდა ჩვენი კლინიკის მენეჯერი და 8 იანვარს მისთვის მოსახერხებელ დროს მოხდა ვაქცინაცია.”
მაშინ როცა ხელისუფლება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს ხალხს, როგორ მოხდა, რომ ჯერ მისცეს 7 იანვარს ვაქცინაციისთვის ჯავშანი, დაუდასტურეს, შემდეგ კი არც კი გააფრთხილეს და ქუჩაში დატოვეს?
როგორც ხედავთ, მოქალაქემ 21 დეკემბერს მიიღო ჯავშანზე თანხმობა, უცნობია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დეკემბერში თვლიდა, რომ 7 იანვარსაც ჩაატარებდა ვაქცინაციას და მერე გადაიფიქრა, თუ კიდევ ერთხელ, სისტემურ პრობლემას ჰქონდა ადგილი.
მართალია, “ევექსის კლინიკა” გვიმტკიცებს, რომ მხოლოდ ერთ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა, რასაკვირველია, არ ვიცით, რა ხდებოდა სხვა კლინიკებში და გაუუქმდათ, თუ არა, სხვა ადამიანებსაც ვაქცინაციის ჯავშანი.
ბოლო დროს, პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, ექიმები ხშირად იყენებენ სიტყვას – ფეიკი, ხოდა, ასეთია “ფეიკი ჯავშნის” ისტორია ქვეყანაში, რომელმაც ვაქცინაციის 2021 წლის ეროვნული გეგმა ვერ/არ (?) შეასრულა და პასუხიც არავის უგია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე არის “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” დირექტორი. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შედის სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”.
იმ შემთხვევაში, თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი კომენტარს გააკეთებს, მასალას აქვე განვაახლებთ.
კომენტარები