ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, გოგა სოციალურ ქსელში წერს:
“ამერიკაში 5-10 წუთში იგებენ ადამიანი დავირუსებულია კორონა ვირუსით თუ არა. ტესტირების კარვებია გაშლილი სადაც ადამიანები ნებაყოფლობით მანქანებით შედიან ამ ბრეზენტით დახურულ კარვებში და იქ მანქანიდან გადმოუსვლელად ექიმი უღებს ნაცხს რომელსაც იქვე სინჯავს და 5 დან 10 წუთამდე სჭირდებათ დრო, გაიგონ პაციენტს დავირუსებულია თუ არა.
თუ ვინმეს გამოგზავნის აქ საქართველოს ხელისუფლება და ამ სკრინინგის მეთოდს საქართველოშიც გადაიტანენ მაშინ აღარ იქნება საჭირო საკარანტინო პერიოდების გავლა… “
კომენტარებში კითხულობენ, სად არის ეს კარვები განთავსებული:
გოგა თ.: – ნიუ-იორკი, სპრინგ ვალი, პირდაპირ 59 ტრასაზეა ეს კარვები გაშლილი და ხალხი ნებაყოფლობით, მანქანებიდან გადმოუსვლელად იტარებს ტესტირებას. დღეს აქ დადგეს, 3 დღის უკან ნიუროშელში და სხვაგანაც იქნება. ყველგან იქნება
მანანა ო.: – ,ტესტირებას გიკეთებენ და პასუხს მისამართზე გიგზავნიან.
ქეთევან ხ. : – კი ნამდვილად ესეა, თავად ვარ მომსწრე
ქეთი ვ: – მაგრამ ყოველთვის არ ჩანსო – დასაწყისში შეიძლება არ გამოჩნდესო
კომენტარები