გუშინ გვიან ღამით უმძიმესი კადრები გავრცელდა, როგორ ცდილობდა ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა ივანიშვილის რეზიდენციასთან, კლდიდან გადახტომას და თავის მოკვლას. თამუნა იარაჯული შშმ პირის დედაა. ის დიდი ხანია იბრძვის იმისთვის, რომ შშმ პირების პენსია 300 ლარი მაინც გახდეს და წამლები სადაზღვევო პაკეტში შევიდეს. ეს ის მინიმუმია, რაც უნარშეზღუდულ ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ იცოცხლონ. რამდენიმე დღის წინ მის გაჭირვებას ისიც დაემატა, რომ თამუნა იარაჯულს გაზი ჩაუჭრეს და სამი შვილი სიცივეში დარჩა. ის დავალიანების გადავადებას, მისივე თქმით, მხოლოდ 8 დღით ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.
დღეს გავრცელდა ლევან ნიკოლეიშვილის წერილი, რომელიც თამარ იარაჯულს ტყუილში ადანაშაულებს.
თამარ იარაჯული, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ვიდეომიმართვა გაავრცელდა, წერს:
“სახლში მოსული მაიძულეს პროტესტის გაგრძელება ბიძინას სახლ მუზეუმთან
ეხლა უკვე ლევან ნიკოლეიშვილის სტატუსის შემდეგ რომელიც ჩემს ოჯახს ამცირებს
მოკლედ ვიწყებ შიმშილობას ან ნიკოლეიშვილი დასაბუთებს და დაამტკიცებს იმ სტატუს რაც დაწერა ან
ლილუაშვილი სუსის უფროსი
გომელაური შსს უფროსი
გიორგობიანი ნინო
ნინო ჯღარკავა
არ დატოვებენ თანამდებებობს ჩემი მეუღლეც დატოვებს სამსახურს და ბოდიშსაც მოვიხდი თუ ნიკოლეიშვილი მართალი აღმოჩდება თუ არა ვაგრძელებ შიმშილობას სანამ ეს ხალხი ვინც ჩემ დაშინებას ცდილობს არ დატოვებს სამსახურს!
ბიძინა ივანიშვილის სახლთან უნდა მოკვდეს ვინმე, ესაა გამოსავალი და ეს ვინმე ვიქნები მე.
გთხოვთ დახმარებას!”
კომენტარები