ქუთაისელი პენსიონერი ლიანა შანიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს:
„ჩვენი ქვეყანა ახლა დიდი განსაცდელის წინაშეა, მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო “კორონა” ვირუსს ებრძვის და ვიცი, რომ არც თუ ისე კარგი დრო შევარჩიე თქვენთვის მოსაწერად, თუმცა პრობლემა,რომელიც ამჟამად ჩვენს ოჯახს გვაქვს, არანაკლებ ვერაგი და დამღუპველია, ვიდრე ეს ავადსახსენებელი ეპიდემია. მე, 79 წლის ლიანა შანიძე ვარ ( პ/ნ 60001052720) მცხ. ქ. ქუთაისი. განათლების 1-ლი შეს N 10. ვარ შვილმკვდარი დედა.მაშინ როცა მთელი სახელმწიფო ფეხზე დგას და ასეთი დონის სირთულეებს ებრძვის, ბანკებმა მოიცალეს იმისთვის, რომ ყველანაირი საარსებო პირობების გარეშე დამტოვონ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენი საგვარეულო სახლი საფიჩხიაზე, “საქართველოს ბანკმა” ფაქტიურად დაისაკუთრა და მათი წყალობით, რამდენიმე დღე აღარც წყალი მაქვს, აღარც გაზი და არც ელ ენერგია. ამ სიცივეში, მოხუცებზე მონადირე კორონავირუსს დაემატა არაჰუმანური გადაწყეტილება ბანკის, რომ გამომასახლონ სახლიდან სადაც 16 წლიდან ვცხოვრობ და ფაქტიურად მე და ჩემი 36 წლის მე-2 ჯგუფის ინვალიდი შვილიშვილი,ფსიქიური პრობლემების მქონე. სასიკვდილოდ გაგვიმეტონ. ნაცვლად იმისა, რომ სიბერის გამოწვევეებს: მენჯ-ბარძაყის მოტეხილობას და გლაუკომას ვუმკლავდებოდე, ამ ასაკში ბანკი საკუთარი ხელებით ნაშენები სახლიდან გამოსახლებით მემუქრება და უკვე კომუნალურების ჩაჭრით ამისკენ ნაბიჯები გადადგა. უფრო ცხადი რომ იყოს – ჩვენი ოჯახის პრობლემა იპოთეკით დატვირთული სესხია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ჩემმა მეორე შვილიშვილმა გურამ შანიძემ “საქართველოს ბანკიდან” გამოიტანა. რადგან მას საბანკო ისტორია ხელს არ უწყობდა , სახლი ახლობელზე გადააფორმა და სესხიც მის სახელზე გაიცა. ჩემმა შვილიშვილმა თანხა ხის მასალების ბიზნესისთვის გამოიყენა, რომელსაც სამშენებლო კომპანიებს აწვდიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახალმა რეგულაციებმა ამ სფეროში, მოწოდების დეფიციტმა და ბანკის მაღალმა პროცენტმა საბოლოოდ მისი ბიზნესი 0-ზე დასვა და შესაბამისად სესხის გადახდაც შეჩერდა… გურამი რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შედეგად, ბანკთან ოჯახისგან მალულად წავიდა შეთანხმებაზე, რადგან მაშინაც სახლის აუქციონზე გატანით ემუქრებოდენ და მოაწერა ხელი, იმას რომ თუ ბანკს ერთ წელში არ გადაუხდიდა 32 ათას დოლარს, სახლი ბანკის ბალანსზე გადავიდოდა და შემდეგ აუქციონის წესით გასხვისდებოდა. ამის შესახებ მოგვიანებით შევიტყვეთ და სასამართლო დავასაც ბანკთან ფაქტიურად აზრი დაეკარგა. ამიტომ მივიღეთ ის სურათი, რაც დღეს გვაქვს, გვემუქრება შიმშილი და გარეთ დარჩენა…. ჩემი შვილიშვილი უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამო, ამჟამად ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად უცხოეთშია გახიზნული და მალე ელოდება სამუშაო უფლებას, რომ სახლის გამოსყიდვის პროცესი დაიწყოს. თუმცა ბანკი აღარ იცდის და სასწრაფოდ გვთხოვს სრულად სესხის დაფარვას, ან მინიმუმ 30 % -ს და შემდეგ დანარჩენი თანხის გადანაწილებას… რისი საშუალებაც ამჯერად არ გვაქვს, ჩემმა ქალიშვილმა ლელა შანიძემ, ვინაიდან სახლი დიდია და პენსიით თავის გატანაც ფაქტიურად შეუძლებელია, გახსნა კერძო ბაღი სახლში ოჯახის სარჩენად, ადამიანებიც დაასაქმა და ჩვენც გადაგვარჩინა შიმშილს.რადგან წამლებისთვის არ მყოფნის მხოლოდ ჩემი პენსია და რომ არა ბაღი ახლა ცოცხალიც არ ვიქნებოდი. ვცდილობთ გავყიდოთ და გავისტუმროთ ბანკის ვალი, მაგრამ 400 კვ.მ სახლის და 300 კვ.მ ეზოს გაყიდვა არც ისე ადვილია ქუთაისში. მოგმართავთ თხოვნით, იქნებ გვიშუამდგომლოთ ბანკთან , შეაჩეროს გამოსახლების პროცესი და მოგვცეს რეალური გადახდის გრაფიკი, წინასწარი დიდი შენატანის გარეშე. რისი საშუალებაც ამჯერად არანაირად არ გვაქვს. ან დამატებით გარკვეული დრო, რათა მოვახდინოთ სახლის რეალიზაცია…. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა მიიღებს ერთით მეტ გაუბედურებულ და მშიერ ოჯახს, რაც არამგონია თქვენი ხელისუფლების სურვილი იყოს. დიდი იმედი მაქვს თქვენი ყურადღების და თანადგომის. პატივისცემით. ლიანა შანიძე.
საკონტაქტო პირი ლელა შანიძე. ტელ. 599448833. “
კომენტარები