მწერალი, დინა მირცხულავა:
“მე მცირე ერის შვილი ვარ, ამიტომ ვერანაირად ვერ დავშოშმინდები იმით, რომ სხვა დიდ ქვეყნებში უარესი ამბები ხდება…
მე მცირე ერის შვილი ვარ და ჩემთვის დიდი პრობლემაა, თუნდაც ერთი ნასვამი მძღოლი საჭესთან, რომელმაც ჩემი ძმა მოკლა.
მე მცირე ერის შვილი ვარ და ჩემთვის დიდი პრობლემაა, მიწისქვეშა გადასასვლელში მჯდარი მზესუმზირის გამყიდველი მოხუცი ბებო, რომელსაც ჩემი ნაჩუქარი შავი კოფთა ზამთარ – ზაფხულ გაუხდელად აცვია.
მე მცირე ერის შვილი ვარ და ამ “სიმცირეში” ძალიან მებევრება, თუნდაც ერთი უვიცი ექიმი, ერთი მასწავლებელი, ერთი გულგრილი თანამშრომელი, ერთი ამჩემფეხება პოლიციელი…
ყელში ამომდის ასორმოცდაათი მუქთახორა კანონმდელებელი…
ერთი პატარა სოფლის რწმუნებული და ოთხი სპეციალისტი, ერთი ქალაქის ერთი მერი – მისი ათი მრჩეველით…
შეცდომით შემოგდებული პრეზიდენტი.
გამოსწორებული ნაცები.
ტაშისმკვრელი ქოცები.
ეკონომიკის მინისტრის განცდები.
გაქანებულები და დამხვდურები…
მე მცირე ერის შვილი ვარ და ჩემთვის დიდი ტრაგედიაა ჯართის შემგროვებელი ერთი ბიჭუნა, გაზით გაგუდული თუნდაც ერთი ადამიანი…
არ მაინტერესებს დიდ ქვეყნებში რა სტატისტიკაა….
მე მცირე ერის შვილი ვარ და ჩემთვის დიდი პრობლემაა – წარწერები – “იყიდება სახლი”, “იყიდება მიწის ნაკვეთი ხეხილით”…
მე პატარა ტერიტორიაზე დასახლებული მცირე ერის შვილი ვარ….”
კომენტარები