მონაკოს პრინცი, ალბერტ II ავადაა. კორონავირუსზე აღებულმა ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა, ამას სულაც არ გამოუწვევია აღელვება სამეფო ოჯახში. მონარქი აგრძელებს მუშაობას – ნათქვამია სასახლის კომუნიკეში.
„მისი უბრწყინვალესობi და უმაღლესობის, პრინცი ალბერტ II-ის ანალიზის პასუხი, რომელიც მან კვირის დასაწყისში ჩააბარა COVID-19-ზე, დადებითია. მისი მდგომარეობა არ იწვევს მღელვარებას“ – წერია დოკუმენტში.
იქვე იუწყებიან, რომ პრინცის ჯანმრთელობას თვალყურს ექიმი ადევნებს.
„პრინცი ალბერტი აგრძელებს მუშაობას თავისი აპარტამენტების კაბინეტიდან. მას ინტენსიური კონტაქტი აქვს თავისი კაბინეტის წევრებთან, თავის მთავრობასთან და უახლოეს თანამოაზრეებთან“ – აცხადებენ სასახლეში.
კომენტარები