თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი, ბექა კოკაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“სამწუხაროდ, პოლიციელები სულ სცემენ ადამიანებს და ჩვენ უფრო ცოტას ვიგებთ, ვიდრე ხდება.
და ამას ბევრი დრო დაჭირდება, რომ აღარ მოხდეს მსგავსი.
მაგრამ მე ბრაზი იმაზე მახრჩობს, რომ არაფერი. ყველას რომ გვგონია, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება და ვართ ასე ლამაზად ჩვენ მეგობრებში, ოჯახებში, სიმყუდროვეში.
პოლიციელმა წიხლქვეშ გაიგდო შშმ ადამიანი, ალბათ ის ენით აღუწერელი განწირული ხმა ღამე არ დამაძინებს. გამწარებული ვარ, ადგილს ვერ ვპოულობ.
მაგრამ მაინც არაფერი. 2 დღეში ყველას დაგვავიწყდება.
როგორც დაგვავიწყდა ყველაფერი სხვა.
“დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა” როცა გაუვიდათ მაგის მერე იციან, რომ ყველაფერი გაუვათ. და მართლებიც არიან.
ნელ ცეცხლზე მოგვხარშეს და იმის იმედად, რომ ჩვენ არ შეგვეხებიან, ტრაკის აწევა გვეზარება. ვართ ასე სირაქლემებივით.”
კომენტარები