პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, “ტვ პირველთან” დღეს გავრცელებულ ვიდეოზე საუბრობს, სადაც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი შშმ პირს, მეორე პოლიციელი კი, უბრალოდ დგას და უყურებს, ისე, რომ არც კი ცდილობს მოქალაქის დახმარებას.
გუბაზ სანიკიძე:
“ეს არის ლოგიკური მიმდინარეობა იმისა, რომ ადამიანები ნელ-ნელა უკვე მართლა ცხოველურ ინსტიქტებზე გადავიდნენ… გაჭირვებამ იცის შეჩვევა და ადამიანური სახის დაკარგვა. ახლა ის პოლიციელი, ის არ არის ადამიანი, ის არის ცოფიანი ძაღლი. აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს მისი სახელი და გვარი, ყველგან, ყველამ უნდა იცოდეს. დარწმუნებული ვარ, აღდგომას წითელ კვერცებს შეღებავენ მის ოჯახში და ქრისტეს აღდგომას მიულოცავენ ერთმანეთს. აი, ამნაირი ქრისტიანები ვართ… საქართველო გადასანათლია, თავიდან არის მოსანათლი. სისტემას ქმნიან ადამიანები, ადამიანებისგან შედგება ის სისტებმა და ასეთი ადამიანები ჰყავთ სისტემაში.
უფრო მეტიც, ეს ხომ ცოფიანი ძაღლია, ვინც არის ესა, ის რომ დგას, მეორე პოლიციელი, საღვთოშიც და საკაცოშიც, ის უფრო მეტი დამნაშავეა. მისი გვარიც უნდა გავიგოთ. ასეთი ხალხით არის გამოტენილი პოლიცია. პოლიცია აღარ გვყავს ეს არის ბიძინას დაგეშილი მეძებრები. მათთვის სამშობლო არის ბიძინას სასახლე და ჭორვილა. ჭორვილიზაცია მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე… ახლა მთავარია ჩვენი ხალხი რას გადაწყვეტს, უფრო სწორედ, მოსახლეობა, ბოდიში, ხალხი არა, საქართელოში დიდი ხანია ხალხი აღარ არსებობს. საქართელოს მოსახლეობა რას გადაწყვეტს იმის მიხედვით, სანამდე მოითმენს… დარწმუნებული ვარ, ვინც ოცნებას მისცა ხმა, კიდევ მისცემს ოცნებას ხმას, ფასეულობები ქართველებს აღარ გაქვს, დიდი ხანია ეს ქვეყანა აღარ არის “ვეფხისტყაოსნის” და ვაჟა ფშაველას ქვეყანა, დიდი ხანია… ეს არის უკეთეს შემთხვევაში, ნაცარქექიას ქვეყანა და ივანიშვილი ნაცარქექიას გაგრძელება, იქ რომ დევს მოატყუებს და ფულს იშოვის და აჰა…“
კომენტარები