“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა, დღეს გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც პოლიციელი შშმ პირს ცემს და წერს:
“ამ პოლიციელების სახელები და გვარები უნდა გასაჯაროვდეს, უნდა დაისაჯონ სასტიკად!!!
არც განრიდება, არც სამსახურიდან გაშვება, ესენი უნდა ჩაალპო ციხეში!!! გაასაჯაროვეთ ვისი გაზრდილი ლეკვები არიან ეს არაკაცები!!! შშმ პირიც რომ არ იყოს ესე შეიძლება ადამიანის ცემა? ამის გამო ვიბრძოლეთ ამდენი წელი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ?
ვითხოვ სრულ საჯაროობას!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia გენერალური ინსპექცია საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
333 – ე მუხლით არის დაკავებული პოლიციელი, რაც ძალიან ცოტაა. ამას უნდა დაემატოს ძალადობის მუხლი არასრულწლოვანზე და შშმ პირზე!!! ეგეთი გასამართლებული ჩოლოიანიც გვეყოფა ერს…”
კომენტარები