ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი:
“მოვუწოდებ ლონდა თოლორაიას, სასწრაფოდ ადეკვატური პასუხი გასცეს საზოგადოებრივ მღელვარებას, სასწრაფოდ გვერდზე გადადოს პირადი პოლიტიკური გემოვნება და გეგმები და მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მოძალადე პოლიციელის მიმართ!საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს, რომ ყოველი წამი, როცა შშმ პირის უმოწყალოდ მცემელი ადამიანი თავისუფალია, სწორედ ლონდა თოლორაიას სინდისზეა!!!”
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დღეს გადასცა შსს-მ გარკვეული სახის ინფორმაცია, თუმცა, კერძოდ რა ტიპის მასალები მიაწოდა, უცნობია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის დამსახური იშლება, რაც, ექსპერტთა და საერთაშორისო პარტნიორთა შეფასებით, გაუქმების ტოლფასია.
კომენტარები