“გურია ნიუსის” ინფორმაციით, სენაკში, სოფელ ნოსირის მკვიდრს, რაულ დგებუაძეს ეძებენ.
როგორც დაკარგულის შვილმა, საბა დგებუაძემ, მედიასაშუალებასთან განაცხადა, მამამისი ბოლოს 22 იანვარს, გვიან ღამით ნახეს ნოსირის ტერიტორიაზე და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.
მისივე თქმით, საქმეში უკვე ჩართულია პოლიციაც. ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს, სად შეიძლებოდა წასულიყო 65 წლის მამაკაცი.
კომენტარები