მეტროპოლიტენის პოლიციამ გამოძიება დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობის რეზიდენციაში გამართულ წვეულებაზე.
ბორის ჯონსონმა პასუხად განაცხადა, რომ მიესალმება გამოძიების დაწყებას, რადგან საზოგადოებას ცხადი განმარტებები მიეცეს. პრემიერი არ თვლის, რომ მან კანონი დაარღვია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხდა. იმ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შეკრებაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული.
პარლამენტის ქვედა პალატაში ყოველკვირეული გამოსვლისას ჯონსონმა თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.
ოპოზიციის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის თავის გამართლება სასაცილო და შეურაცხმყოფელია.
კომენტარები