პოლიტიკოსი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, სოფია ხორგუანი:
“გინდა აქედან შეხედე და გინდა იქედან, შს მინისტრი უნდა გადადგეს და სახლში წავიდეს. პირველ რიგში ეს თავად პოლიციელებს სჭირდებათ. და ყველა გაჩერებული რეფორმა უნდა გაგრძელდეს. სისტემური განახლების გარეშე ერთი მოძალადის დასჯა შედეგს ვერ დადებს. საქართველოს პარლამენტი ჭორაობასა და უსაქმურობას მორჩით და საქმეს მიხედეთ! თქვენი ცხოვრების იდილიის ტელევიზორში გამომზეურება საქმის კეთება არ არის! განვითარებადი დემოკრატიის საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ ურთულეს რეგიონში და მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!
ქართული ოცნება / Georgian Dream დააოკეთ თქვენი მპოსტავები! პროვოკაცია იყო და დადგმულიაო, ყველა მსგავსი ტექსტი თქვენს წინააღმდეგ მუშაობს! თქვენ ჯანდაბამდე გზაც გქონიათ, ნაცმოს რომ დაემსგავსეთ! ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ვჯავრობ. მმართველი პარტია თქვენ ხართ საპარლამენტო რესპუბლიკაში და მთელი პასუხისმგებლობა თქვენზეა!”
კომენტარები