“გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“პატაკი გააყალბეს ?
13 ადამიანის დაკავებაზე ერთი ორგვერდიანი პატაკია, იდენტური გატარების ნომრით
და ჩემთან და Imeda-სთან პირველი გვერდები სხვადასხვაა”
თბილისის საქალაქო სასამართლომ “გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჯაფარიძეს სახდელის სახედ 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შეგახსენებთ, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დააკავეს.
გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.
კომენტარები