ანი დვალიშვილი, ალია
“მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში საწვავი არ იაფდება და მერე რა, რომ სწორედ ამის გამო დაიწყო ყაზახეთში არეულობა. საქართველოში საწვავის ფასების გაპროტესტება მხოლოდ ავტომობილების მსვლელობით შემოიფარგლება ხოლმე და ესეც ძალიან იშვიათად. არ არსებობს შესაბამისი სამსახური და ზოგადად, ჩვენთან ფასების კონტროლი რომ არ ხდება, ყველაზე ნათლად ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის შეხვედრისას გამოჩნდა.
მართალია, პრემიერმა თქვა, თურქეთის ბაზარი გაიხსნება და მედიკამენტები გაიაფდებაო, მაგრამ ის კი არავინ გაიხსენა, რომ ანალოგიურ თემაზე, ღარიბაშვილი მესამე პრემიერია, რომელიც თურქეთის ელჩს ხვდება და ბაზრის გახსნას ჰპირდება, შემდეგ კი ყველაფერი მარტივად მივიწყებას მიეცემა ხოლმე. ან რას ნიშნავს, ბაზრის გახსნა, რატომ არის დაკეტილი და ვინ დაკეტა, ეგ არის მთავარი საკითხი, თორემ აქ წამალში 1300 ლარი რომ მისცეს და იგივე მედიკამენტი თურქეთში 22 ევრო ღირდა, ძველი ამბავია.
იგივე ხდება ნავთობზე, საკვებ ზეთზე, გაყინულ პროდუქტებზე… წელში გაწყვეტილ მოსახლეობას ბოლო თეთრებს სწორედ პირველადი მოხმარების ნივთებით ართმევენ და ამ გაჭირვებას ბოლო არ უჩანს…
კომენტარები