პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების დაწყებისთანავე გაჟონა ინფორმაციამ რომ რუსები უკიდურეს საპასუხო განიხილავენ ლათინურ ამერიკაში სამხედრო ბაზის გახსნას.
აქ სამი ვარიანტი იკვეთება: კუბა, ვენესუელა და ნიკარაგუა.
კუბა პრაქტიკულად გამორიცხულია. როგორ დამთავრდა ერთხელ იქ საბჭოთა რაკეტების განთავსება ეს ყველას მძიმედ ახსოვს. თანაც, კუბის ეკონომიკა ტურიზმით სულდგმულობს და ასეთი ხათაბალა არაფერში სჭირდება.
ვენესუელა სიამოვნებით თანამშრომლობს მოსკოვთან, მაგრამ მისი კონსტიტუცია უცხო ქვეყნის ბაზების განთავსებას კრძალავს. ამ ქვეყნის რეჟიმი დამხობას ძლივს გადარჩა და კონსტიტუციის ცვლილების რესურსი ნამდვილად არ გააჩნია.
რჩება ნიკარაგუა. რთული სათქმელია რამდენად წავა რუსული ბაზის განთავსებაზე უკვე მობერებული ორტეგა. იყო დრო როცა ამერიკამ მის ქვეყანაში ზედიზედ რამდენიმე ინტერვენცია განახორციელა, მაგრამ ამას ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს მოეღო ბოლო და მოყოლებული იქიდან ვაშინგტონი ცდილობს მსგავსი რამეებისგან თავი შეიკავოს. თუმცა, რეიგანის დროს ადგილი ჰქონდა სწორედ ნიკარაგუაში მთავრობის დამხობის მცდელობას სწორედ ორტეგას შეიარაღებული ოპოზიციის დაფინანსების გზით. ასე რომ ორტეგას კარგად უნდა ესმოდეს რომ თუკი რუსეთს ასეთ რამეზე დათანხმდა, ამერიკა ყველა შესაძლო ზომას მიმართავს ეს არ დაუშვას.”
კომენტარები